ავტოსტოპის ისტორია
ავტოსტოპი ნიშნავს რამდენიმე მგზავრის მიერ ერთი ავტომობილის ერთობლივ გამოყენებას როგორც ქალაქის შიგნით (ძირითადად სამსახურში) ასევე საქალაქთაშორისო მგზავრობისათვის.ერთობლივი მგზავრობის გამოყენება დაიწყო წინა საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან და ფართო მასშტაბები მიიღო უკანასკნელ ხანებში ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად, რითაც გამარტივდა მძღოლებისა და მგზავრების ერთმანეთთან დაკავშირება.
დასავლეთის ბევრ დიდ ქალაქში ადგილობრივი ადმინისტრაციები ახდენენ ერთობლივი მგზავრობის სტიმულირებას სპეციალური გზების, სავალი ზოლების და ავტოსადგომების გამოყოფით.
