პროექტის შესახებ

მთელს მსოფლიოში მძღოლები და მგზავრები იყენებენ ერთობლივ მგზავრობას, რათა მოახდინონ მგზავრობის დანახარჯების შემცირება.

ერთობლივი მგზავრობის უპირატესობები:
  • მძღოლებისათვის მანქანისათვის საწვავზე გაწეული დახარჯების შემცირება, ხოლო მგზავრებისათვის სწრაფი და კომფორტული, ხშირ შემთხევვაში კი იაფი მგზავრობაც;
  • ახალი ადამიანების გაცნობა და ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • გზების განტვირთვა და საცობების შემცირება;
  • მავნე გამონაბოლქვების შემცირება და ქალაქებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი პროექტიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ავტომობილის მფლობელებისა და პოტენციური მგზავრების დაკავშირებას ურთიერთხელსაყრელი პირობებით.

ვინ შეიძლება ისარგებლოს ავტოსტოპით?

ავტომობილის მფლობელებმა, რომლებსაც აქვთ წინასწარ დაგეგმილი მგზავრობა ქალაქგარეთ ან მოძრაობენ ქალაქის ფარგლებში რეგულარული განრიგით.

პოტენციურმა მგზავრებმა, რომლებსაც აქვთ ქალაქგარეთ წასვლის საჭიროება, ან ქალაქის ფარგლებში გადაადგილდებიან მუდმივი გრაფიკით (სამსახურში წასვლა, სამსახურიდან დაბრუნება, სკოლაში/უმაღლეს სასწავლებელში წასვლა და დაბრუნება და ა.შ.).